გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომლის საერთო ღირებულება თითქმის 37 მილიონი ფუნტი სტერლინგია.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, კამერონმა აშშ-ში მინისტრის რანგში პირველი ვიზიტის წინა დღეს უკრაინისთვის ზამთრის ჰუმანიტარული დახმარების ახალი, 29 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების პაკეტის და ასევე ჰუმანიტარული საქმიანობისთვის დამატებით 7.75 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოყოფის შესახებ განაცხადა.

„აღნიშნული დაფინანსება არის დიდი ბრიტანეთის ჰუმანიტარული დახმარების, 127 მილიონი ფუნტი სტერლინგის ნაწილი, რომელიც უკრაინისა და რეგიონისთვის 2023-2024 წლებისთვისაა გათვალისწინებული და რომლის შესახებ ქვეყანამ ივნისში, უკრაინის აღდგენის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა“, - აცხადებენ გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში.

მათივე ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების ჯამური ღირებულება 9.3 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ