განათლების მინისტრის მოადგილე PISA 2022-ის  ანგარიშზე - არ გვახარებს ის, რომ მონაცემები გაუმჯობესებული არ არის, თუმცა, არც გაუარესებულია - იგივე მოცემულობაა, რაც 2018 წელს იყო

ჩვენ არ გვახარებს ის, რომ არ არის გაუმჯობესებული, მაგრამ გაუარესებული მონაცემებიც არ არის - იგივე მოცემულობაა, რაც 2018 წელს იყო, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, OECD-ის ძალიან ბევრ ქვეყანას მონაცემები გაუარესებული აქვს, რაზეც გავლენა კორონავირუსმა იქონია.

"PISA-ს მონაცემებზე როცა ვსაუბრობთ, კარგად უნდა ვნახოთ ეს მონაცემები. იქ საუბარია OECD-ის ქვეყნების მონაცემზე. საუბარია კოვიდის პერიოდზე და თუ მიაქცევთ ყურადღებას, კოვიდის პერიოდში არა მხოლოდ ჩვენი, მთლიანად ქვეყნების მონაცემები არის გაუარესებული და ამის მიზეზი გახლავთ კოვიდპანდემია. ამაზე განმარტება გააკეთა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმაც. რაც შეეხება საქართველოს - ჩვენ არ გვახარებს ის, რომ არ არის გაუმჯობესებული, მაგრამ გაუარესებული მონაცემებიც არ არის. ანუ, იგივე მოცემულობაა, რაც 2018 წელს იყო, თუმცა თუ გადახედავთ ზოგად მდგომარეობას, რა თქმა უნდა, კოვიდმა თავისი გავლენა იქონია პროცესებზე და OECD-ის ძალიან ბევრ ქვეყანას მონაცემები გაუარესებული აქვს”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2022-ის პირველადი ანგარიშის თანახმად, 2018 წელთან შედარებით, 15 წლის ასაკის მოსწავლეების მიღწევა მათემატიკაში შემცირდა 8 ქულით, კითხვაში - 6 ქულით, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში გაიზარდა 1 ქულით.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება