„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა

„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირის #37-ში, კოტე აფხაზის ქუჩა #11-სა და ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე არსებულ „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრში „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა. „საბვეისთან“ - სარესტორნო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერთან მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური ხელშეკრულების ფარგლებში, რომელსაც ხელი გასულ თვეში მოეწერა, “ვისოლ ჯგუფი” მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოში 80 “საბვეის” რესტორანს გახსნის. “ვისოლ ჯგუფის“ ქოლგის ქვეშ დღეს უკვე 6 „საბვეის“ რესტორანი ფუნქციონირებს და წლის ბოლოსთვის ეს რიცხვი 13 რესტორანს მიაღწევს.

„ვისოლ ჯგუფი“ ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელიც რეგიონში მსხვილი გლობალური ბრენდების წარმატებულ საქმიანობას უკვე მრავალი წელია უზრუნველყოფს. „საბვეის“ ქსელის განვითარება საქართველოში „ვისოლ ჯგუფის“ ისტორიაში ახალი, მნიშვნელოვანი წარმატებების საწყისია. სოლიდური ინვესტიცია კი, რომელსაც „საბვეის“ ქსელის განვითარებისთვის გავიღებთ, კიდევ უფრო მეტ პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკაზე.“ აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

„ვისოლ ჯგუფი“ დღესდღეობით „ვენდისა“ და „დანკინის“ 100-ზე მეტ ამერიკულ რესტორანს მართავს მთელი საქართველოს მასშტაბით. „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების საფუძველზე გახსნილი 80 ახალი ამერიკული რესტორნით, „ვისოლ ჯგუფი“ რამდენიმე წელიწადში უკვე 200-ზე მეტი რესტორნის ოპერირებას განახორციელებს და ინდუსტრიის უპირობო ლიდერის პოზიციას კიდევ უფრო გაიმყარებს. ზემოაღნიშნული, “ვისოლ ჯგუფის” მარტო სარესტორნო მიმართულებით 3000-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას შექმნის.

„საბვეის“ განვითარების ისტორია 1965 წლიდან იწყება. დღეს ლეგენდარული ამერიკული ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი 37000-ზე მეტი რესტორნით და სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა მსოფლიოში. ჩვენ “საბვეისთან” ერთად საერთო ღირებულებები გვაქვს ხარისხის, ჯანსაღი და ახალმომზადებული პროდუქტის შეთავაზების კუთხით. შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფთან“ თანამშრომლობით „საბვეის“ მსოფლიოში ცნობილი სენდვიჩები და სხვა პროდუქტები მთელს საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი მიმზიდველი ერგონომიკის მქონე რესტორნებში, სადაც ასობით ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით“, აცხადებს “ვენდის”, “დანკინისა” და “საბვეის” აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მშვილდაძე.

„საბვეის“ ამერიკული რესტორნები მსოფლიოს მასშტაბით წელიწადში მილიარდ ადამიანს მასპინძლობენ, ყოველდღიურად 5 მილიონი უგემრიელესი სენდვიჩით. „საბვეის“ ქართულ რესტორნები საყვარელი ინგრედიენტებით ინდივიდუალურად აწყობილი სენდვიჩების გარდა, მომხმარებელს პროფესიონალი კულინარების მიერ ყველაზე პოპულარული ინგრედიენტების მიქსით შექმნილ მზა შეთავაზებებსაც ახვედრებს, რომ „საბვეიში“ სტუმრობა სასიამოვნო გამოცდილებად უქციოს სტუმარს, ვისაც ჯანსაღი და გემრიელი მენიუს მირთმევა სწრაფი მომსახურებით სურს.

(R)

გიორგი კაჭარავა - უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე საქართველოსთვის ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უალტერნატივოა ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის
ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
გამორჩეული სიახლე - ახალი HONOR X8b სმარტფონის განხილვა
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას