ოპოზიციის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდნენ

ოპოზიციის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, „გირჩი - მეტის თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ძირითადი დრო წინასაარჩევნო პერიოდზე საუბარს დაეთმო. მისივე თქმით, აშშ-ის წარმომადგენლებს აინტერესებთ, რამდენად გააჩნია ოპოზიციას თანამშრომლობის უნარი, ვინაიდან შესაძლოა, „თვალწარმტაც შთაბეჭდილებას შეიძლება არ ტოვებდეს ის სურათი, რაც ოპოზიციაშია“.

„ვისაუბრეთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, როგორც საგარეო და რეგიონული თვალსაზრისით, ასევე, ქვეყნის შიგნით რა პრობლემები არის, ამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით.

ძირითადი დრო დაეთმო წინასაარჩევნო პერიოდზე საუბარს, არჩევნებს და არჩევნებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, კერძოდ, რა პრობლემებს ვხედავთ, როგორ ვაპირებთ, რომ გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს. ასევე, საუბარი იყო მომავალ კოალიციურ მმართველობაზე, რამდენად და როგორ ვუყურებთ ამ სიტუაციას.

აინტერესებთ, რამდენად გაგვაჩნია თანამშრომლობის უნარი, გვერდიდან რომ უყურებენ, თვალწარმტაც შთაბეჭდილებას შეიძლება არ ტოვებდეს ის სურათი, რაც ოპოზიციაშია“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება