თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, 15 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე იტალიელი მომღერალი სტეფანო სინიორონი კონცერტს ჩაატარებს

თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, 15 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, იტალიელი მომღერალი სტეფანო სინიორონი (Stefano Signoroni) ბენდთან ერთად თბილისელებისთვის კონცერტს უსასყიდლოდ ჩაატარებს.

როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, საახალწლო ღონისძიების ფარგლებში ორბელიანის მოედანზე დიდი ყინულის მოედანი მოეწყობა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ ყველა ვიზიტორს ელოდება.

„15 დეკემბერს აინთება მთავარი ნაძვის ხე და ამასთან, აინთება დედაქალაქში განთავსებული ილუმინაციები. პარალელურად იქნება ტრადიციად ქცეული ანთების ცერემონია. წელს სტუმრად იტალიიდან გვყავს ბენდი, რომელიც საინტერესო პროგრამას შემოგვთავაზებს. მანამდე რა თქმა უნდა, რამდენიმე საინტერესო ნომერი იქნება ანთებასთან დაკავშირებული. სიახლე ის არის, რომ 16 დეკემბრიდან გაიხსნება საშობაო სოფელი, რომელიც განთავსდება ორბელიანის მოედანზე და დედაენის პარკში. რამდენიმე სიახლე გვაქვს, ტრადიციულ აქტივობებთან ერთად წელს. რა თქმა უნდა, ყველას ადგილზე საშობაო ბაზარი დახვდება, აგრეთვე, პარალელურად სიახლე გვაქვს ის, რომ ორბელიანის მოედანზე იქნება დიდი ყინულის მოედანი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ ელოდება ყველა ვიზიტორს. ასევე, დედაენის ბაღში განთავსდება სანტას დიდი სახლი და საბავშვო სივრცე, ატრაქციონები. რა თქმა უნდა, ყველა საღამოს იქნება მუსიკალური წარმოდგენები, იქნება დღის კონცერტები და ბევრი საინტერესო აქტივობა. ამიტომ, ყველას ველოდებით, 15-ში ანთებაზე და უკვე 16-დან 7-ი იანვრის ჩათვლით საშობაო სოფელში“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მისივე თქმით, წელს ახალ ნაძვის ხესთან ერთად რუსთაველის გამზირზე ახალი განათება იქნება.

„როგორც იცით, ნაძვის ხე შარშან ხანძრის შედეგად დაზიანდა, შესაბამისად, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ახალი ნაძვის ხე შევიძინოთ. ნაძვის ხესთან ერთად ახალი განათება იქნება რუსთაველის გამზირზე“, - აღნიშნა მან.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად