„ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის 30-მდე წევრმა პარტია დატოვა, მათგან 10 საკრებულოს წევრია

ხობის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 30-მდე წევრმა პარტია დატოვა. მათგან 10 საკრებულოს წევრია. აღნიშნულის შესახებ ხობის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ია ჯიშკარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მანდატების დატოვებას არ აპირებენ, ფრაქციისთვის კი სახელის გადარქმევას გეგმავენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები ბრძოლის გაგრძელებას ნიკა მელიასთან ერთად გეგმავენ.

„პარტიაში განვითარებულმა არაჯანსაღმა მოვლენებმა გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. მენეჯმენტსა და ხალხს შორის დაშორება. მოსყიდვებით შექმნეს ხელოვნური კრიზისი, რასაც მოჰყვა ანგაჟირებული, „ფსევდომიშისტების“ ფსევდოჰუმანიზმზე დაფუძნებული კამპანია, რამაც გამოიწვია ღირსეული და მრავალბრძოლა გამოვლილი ადამიანების გვერდზე გაწევა. შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძიების პროცესში ხელი იქნა შეშლილი ერთობის იდეაზე, რაც კონკრეტული ადამიანების კერძო ბიზნეს-ინტერესებით იყო ნაკარნახები. ვინაიდან პარტია ასცდა თავდაპირველ იდეას, ვის გარშემოც ვიყავით გაერთიანებული გულწრფელი ადამიანების ერთობლიობა, რომელსაც წარმოვადგენდით 2003 წლის „ვარდების რევოლუციაში“ მონაწილე და 2012 წლის შემდეგ ოპოზიციაში ყოფნისას შემოერთებული ადამიანები, დღეს, ხობის საკრებულოს 11 წევრიდან 10-მა წევრმა, ასევე პარტიის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, წერტილი დავუსვათ ამ ყველაფერს და დავტოვოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ფრაქცია ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. სადაც ნიკა მელია იქნება, იქ ვიქნებით ჩვენ. ოპოზიციის ველზე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ეს ადამიანი არის ყველაზე სუფთა პოლიტიკოსი, ყველაზე მებრძოლი,“ - განაცხადა ია ჯიშკარიანმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა