კვლევა - საქართველოს სკოლებში რუსეთის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეების რაოდენობა 3642-ს შეადგენს - რუსულენოვან სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობამ ბოლო ოთხ წელში 50%-იან ზრდას მიაღწია

საჯარო და კერძო ავტორიზებულ სკოლებში რუსეთის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეების რაოდენობა 2022-2023 სასწავლო წელს 3642-ს შეადგენს - უკანასკნელ წლებში გაზრდილია რუსულენოვან სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა და ბოლო ოთხწლიან პერიოდში ამ პროცესმა 50%-იან ზრდას მიაღწია,- ამის შესახებ „საქართველოს ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით შემუშავებულ კვლევაშია ნათქვამი, სახელწოდებით „რუსულენოვანი განათლების განვითარების საკითხები საქართველოში რუსულ-უკრაინული ომის კონტექსტში“.

კვლევის თანახმად, რუსულენოვან სკოლებში მოსწავლეთა 3/4 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო დანარჩენი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რადგან ნახევარზე მეტი სწორედ რუსეთის მოქალაქეობის მქონეა.

„საჯარო და კერძო ავტორიზებულ სკოლებში რუსეთის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეების რაოდენობა 2022-2023 სასწავლო წელს 3642-ს შეადგენს, ხოლო ამავე წელს სისტემაში ახალშემოსული რუსეთის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეთა რაოდენობა 2040-ია. ასევე, გაზრდილია ბელარუსიის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეთა რაოდენობაც - 1 წელიწადში 279 მოსწავლე დაემატა. მოსწავლეები, რომლებიც არაავტორიზებულ სკოლებში სწავლობენ, ოფიციალურად არ არიან აღრიცხულნი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბაზაში. უკანასკნელ წლებში, რუსეთის მოქალაქე მოსწავლეების მიგრაციის კვალდაკვალ, გაზრდილია რუსულენოვან სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობაც და ბოლო ოთხწლიან პერიოდში ამ პროცესმა 50%-იან ზრდას მიაღწია. რუსულენოვან სკოლებში მოსწავლეთა 3/4 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო დანარჩენი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რადგან ნახევარზე მეტი სწორედ რუსეთის მოქალაქეობის მქონეა. საკმაოდ გაზრდილია უკრაინის და ბელარუსის მოქალაქე მოსწავლეების ხვედრითი წილი რუსულენოვან სკოლებში”,- აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, თუ რუსულენოვან საჯარო სკოლებსა და სექტორებში 2019-2020 წლებში მოსწავლეთა რაოდენობა 12,920-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი გაზრდილია 2023 წლისთვის და 17,470 მოსწავლეს შეადგენს კერძო და საჯარო სკოლებში. რუსეთიდან და ბელარუსიდან მიგრირებული მოსწავლეების დაახლოებით 50% არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქვეშ ფუნქციონირებად კერძო და საჯარო ავტორიზებულ სკოლებში, ხოლო 50%- არაფორმალური განათლების ცენტრში, რომლებიც ოპერირებენ რუსული კანონმდებლობის საფარქვეშ და შესაბამისი რეგულაციებით აძლევენ რუსეთის საგანმანათლებლო კანონმდებლობით დისტანციურ განათლებას მოსწავლეებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში