ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ ოქროს ზოდების გაყიდვის პროექტმა შედეგებით მოლოდინს გადააჭარბა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ ოქროს ზოდების გაყიდვის პროექტმა შედეგებით მოლოდინს გადააჭარბა.

თურნავა ინფორმაციით, უკვე ასამდე ოქროს ზოდია რეალიზებული.

„ორშაბათს ახალი პროექტი დავიწყეთ, რომელიც მცირე ზომის ოქროს ზოდების გაყიდვას ითვალისწინებს. ჩვენი ამოცანა იყო, რომ საქართველოში მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა დაზოგვისა და ინვესტირების ახალი შესაძლებლობა. ოქროს ზოდები დამზადებულია დიდი ბრიტანეთის ზარაფხანის მიერ - ეს არის 20 გრამიანი და გარკვეული რაოდენობით 1 კგ-იანი ოქროს ზოდი. ვაჭრობა მესამე დღეა მიმდინარეობს და შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. უკვე ასამდე ზოდია რეალიზებული როგორც ჩვენს საკასო ცენტრში, ასევე ონლაინ მაღაზიით. გარდა ამისა, შესაბამისი ოქროს ზოდების სერტიფიკატები რეალიზდება ბანკების მეშვეობით. ეს გაგრძელდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია