თურქეთის პრეზიდენტი - ღაზაში ბუფერული ზონის შექმნის შესახებ საუბარი, პალესტინელების მიმართ უპატივცემულობაა - ღაზა პალესტინელებს ეკუთვნის!

თურქეთის პრეზიდენტი - ღაზაში ბუფერული ზონის შექმნის შესახებ საუბარი, პალესტინელების მიმართ უპატივცემულობაა - ღაზა პალესტინელებს ეკუთვნის!

ღაზაში ბუფერული ზონის შექმნის შესახებ საუბარი, პალესტინელების მიმართ უპატივცემულობაა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ღაზა პალესტინელებს ეკუთვნის! ჩვენ არ ვაღიარებთ ისეთ გადაწყვეტილების მიმღებს, რომელიც მათ ნებას უგულებელყოფს. ღაზაში ბუფერული ზონის შექმნის შესახებ საუბარი, პალესტინელების მიმართ უპატივცემულობაა“, - განაცხადა ერდოღანმა.

„ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ნეთანიაჰუ თეთრი დროშის აფრიალების ზღვარზეა“, - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადასაწყვეტად სამშვიდობო კონფერენცია მოაწყოს.