ხობის მერია - ხობში სამ ქუჩაზე გარე განათების სისტემა მოეწყო

ქალაქ ხობში დავით გურამიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას და ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე გარე განათების სისტემა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

„ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 76684 ლარი შეადგინა.

ქალაქ ხობში გარე განათების სისტემა ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე მოეწყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს