ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ნიკოლოზ მარსაგიშვილს შეხვდა.

ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, მხარეებმა ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში განიხილეს მნიშვნელოვანი სამუშაო მიმართულებები. ასევე, საუბარი შეეხო უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი შორენა მეზურნიშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია