რაჟდენ კუპრაშვილი ფინანსთა მინისტრს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ბიუროს ფუნქციები და ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ბიუროს მთავარ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო გეგმები დასახეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია