ნევადის უნივერსიტეტში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, ნევადის უნივერსიტეტის ლას-ვეგასის კამპუსში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ კიდევ ერთი დაშავებული საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილს ცეცხლი გაუხსნეს და ის ლიკვიდირებულია. ლას-ვეგასის მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის შერიფმა, კევინ მაკმაჰილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ დროისთვის მათ მოტივის შესახებ "წარმოდგენაც არ აქვთ". ადგილობრივ პოლიციას გამოძიებაში დახმარებას უწევენ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ბიურო (ATF).

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია