ჯოზეფ ბორელი - გაერო-ს უშიშროების საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის სრული კოლაფსი თავიდან აიცილოს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროპულ სახელმწიფოებს სთხოვს, მხარი დაუჭირონ გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.

„ვთხოვ ევროკავშირის იმ ქვეყნებს, რომლებიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები არიან და თანამოაზრე პარტნიორებს მხარი დაუჭირონ გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მოწოდებას“, - დაწერა ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის სრული კოლაფსი ღაზაში თავიდან აიცილოს.

ცნობისათვის, გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის. მან განაცხადა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული სისტემა შეიძლება ჩამოიშალოს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, კატასტროფა თავიდან აიცილოს. გუტერეშის მოწოდებას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოწოდება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მხარდაჭერას წარმოადგენს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია