მედია - ისრაელის თავდაცვის ძალები ხან-იუნისის ცენტრში იმყოფებიან

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. კონფლიქტის ყველაზე ცხელ წერილად კვლავ ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქი ხან-იუნისი რჩება.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ ქალაქის ცენტრალურ ნაწილამდე მიაღწიეს. ამასთან, პალესტინური მედიასაშუალებების ცნობით, ისრაელის ტანკებმა ჩრდილოეთ ღაზაში ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი ალყაში მოაქციეს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ღაზას სექტორში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია. ის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმები შეწყვიტონ.

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტს 1 200-მდე ისრაელელი და 16 200-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია