ესტონეთის პრემიერ-მინისტრსა და ვიქტორ ორბანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, კაია კალასსა და ვიქტორ ორბანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის პრემიერი, კაია კალასი ავრცელებს.

„ვესაუბრე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს. განვიხილეთ უსაფრთხოების საერთო საკითხები, მათ შორის ევროკავშირის სასაზღვრო უსაფრთხოება“, - წერს კალასი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

კაია კალასმა აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხიც განიხილა.

„ევროპული საბჭოს სამიტის წინ, ხაზი გავუსვი უკრაინის მიმართ გრძელვადიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას. ევროკავშირის გაფართოება ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილია“, - განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება