უმრავლესობაში განმარტავენ, რა მიზანი აქვს ახლახან ამოქმედებულ ცვლილებებს, რომლითაც პარტიის საარჩევნო სიაში სხვა პარტიის წევრები ვეღარ შევლენ, ხოლო პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა წესდებაში დაფიქსირებული სახელით უნდა მიიღოს

პარტიები არჩევნებისთვის მოამზადონ და საკუთარი პარტიის მსგავსი პლატფორმის პარტიასთან მოახდინონ შერწყმა - კანონი მათ ამის შესაძლებლობა აძლევს და ეს მოცემულობა გამოიყენონ, - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა მისი ინიციატივით „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

საუბარია პარლამენტის მიერ ოქტომბრის თვეში განხილულ და სამივე მოსმენით მიღებულ პროექტზე, რომლის თანახმად, ამა თუ იმ პარტიის საარჩევნო სია მხოლოდ ამ პარტიის წევრებისგან ან იმ პირებისაგან უნდა შედგებოდეს, რომლებიც სხვა პარტიის წევრები არ არიან. მანამდე არსებული ნორმით, ერთი პარტიის წევრის მეორე პარტიის სიაში შეყვანა დასაშვები იყო, თუკი ამ პოლიტიკოსის პარტია არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა.

ამავე პროექტის ფარგლებში განხორციელებული კიდევ ერთი ცვლილებით პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა ზუსტად იმ სახელით უნდა მიიღოს, რომელიც პარტიის წესდებაში წერია ან ამ სახელის შემოკლებული ვერსიით. მანამდე მოქმედი ნორმით, წესდებაში მითითებულ სახელწოდებასთან ან მის შემოკლებულ დასახელებასთან ერთად პარტიას შეეძლო, საარჩევნო დასახელებაში არაუმეტეს სამი ლიდერის სახელი და გვარი ან მხოლოდ გვარი მიეთითებინა.

მათიკაშვილმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან არც ერთი კითხვა არ დასმულა.

„აღნიშნული კანონის პროექტი თავად წარვადგინე და გავიტანე პარლამენტის წინაშე. აღნიშნული ცვლილებების შესახებ ოპოზიციას ერთი კითხვაც კი არ დაუსვამს - არც საკომიტეტო და არც სასესიო დარბაზში ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციას კითხვა არ ჰქონია. აღნიშნულ თემაზე კითხვები არც არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან დასმულა.

პოლიტიკური პარტიების გაერთიანება არის ის გარდაუვალი და აუცილებელი პროცესი, რომელიც პარტიული დემოკრატიის ჭრილში საპარლამენტო სისტემას აძლიერებს. ქვეყანაში გაუქმებულია საარჩევნო ბლოკების სისტემა სწორედ იმ მიზნით, რომ თითო-ოროლა საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად რაღაც დროებითი პოლიტიკური გაერთიანებები არ შედგეს. ამიტომ პარტიები კარგად უნდა დაფიქრდნენ და გაიაზრონ, თუ როგორი ელექტორალური მხარდაჭერა სურთ და შესაბამისი ნაბიჯები ისე გადადგან.

ის რომ ერთი პარტიის მეორესთან პირობითი შერწყმის შედეგად ორი სახელით უნდა გაერთიანდეს, ეს არც მიღებული და არც ევროპული პრაქტიკაა - ეს არის სწორედ ბლოკი. პარტიები პრაქტიკულად ბლოკის დაბრუნებას ითხოვენ და ბლოკი ვერ დაბრუნდება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება