ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი - უკრაინისა და ისრაელის დახმარების საკითხი აშშ-ის საშინაო პოლიტიკის მძევალი გახდა

უკრაინისა და ისრაელის დახმარების საკითხი აშშ-ის საშინაო პოლიტიკის მძევალი გახდა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა.

„ეს არის პრობლემა, რადგან, ერთი მხრივ, რიტორიკის დონეზე მხარდაჭერა ეჭვგარეშეა. როგორც სენატის, ისე წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობა უკრაინას უჭერს მხარს, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ისრაელის დახმარების საკითხიც, აშშ-ის საშინაო პოლიტიკის მძევალი გახდა“, - განაცხადა ინგრიდა შიმონიტემ.

ინგრიდა შიმონიტემ აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარების პაკეტი დამტკიცდება, თუ ის აშშ-ის კონგრესის დღის წესრიგში დადგება.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ აშშ-ში ვიზიტის დროს, უკრაინის დახმარების საკითხი რესპუბლიკელ სენატორებთან განიხილა და მათგან მხარდაჭერის დაპირება მიიღო.

„დიახ, ბევრი შიდა პრობლემაა, მაგრამ ომი უკრაინაში და რუსეთის ქმედებები საერთაშორისო წესრიგს ანგრევს და თუ ის დაინგრევა, ყველაფერი ათჯერ უფრო მეტად ძვირი დაგვიჯდება, ვიდრე ახლა“, - განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში