სალომე სამადაშვილი - „ქართულ ოცნებას" კოშმარივით ეშინია ოპოზიციის გამსხვილების - თავს იტყუებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით შეიქმნიან დამატებითი ბერკეტებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად

„ქართულ ოცნებას" კოშმარივით ეშინია ოპოზიციის გამსხვილების - თავს იტყუებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით შეიქმნიან დამატებითი ბერკეტებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებებს არა ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არამედ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით იღებს.

სამადაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას" იმ პოლიტიკური ძალების გაერთიანების ეშინია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" ფრთის ქვეშ არ არის.

„ქართულ ოცნებას“ კოშმარივით ეშინია იმის, რომ გამსხვილდება ოპოზიცია. მათთვის ყველაზე კომფორტულია იარსებოს მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ისინი ამაზე დგანან უკვე მრავალი წელია და საზოგადოებას არწმუნებენ, რომ სხვა არანაირი ოპოზიცია არ არსებობს, რაც ტყუილია. რეალურად, რა თქმა უნდა, არსებობს, ყველაზე საინტერესო ალტერნატივა დღეს არის ის ოპოზიცია, რომელიც არ არის ‘ნაციონალური მოძრაობა“ და არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ გაერთიანებული და აქ არის „ლელო“, რა თქმა უნდა, არიან სხვადასხვა ინდივიდუალური პარტიები თუ პოლიტიკოსები და ყველაზე უფრო, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას" ეშინია, რომ არ მოხდეს რაღაც ტიპის გაერთიანება არა „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციის ფლანგზე. როგორც ამ პოლიტიკურ ძალას სჩვევია, მათ მიერ დაინიცირებულ არც საკონსტიტუციო ცვლილებებს და არც სხვა ცვლილებებს არაფერი საერთო არ აქვს ქვეყნის ინტერესებთან, ისინი ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგზე და იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნონ ძალაუფლება. ახლაც თავს იტყუებენ, რომ იქნებ ამ ცვლილებებით შეიქმნან დამატებითი ბერკეტები ძალაუფლების შესანარჩუნებლად“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებების თანახმად, რომელიც პარლამენტმა ოქტომბერში მიიღო, ამა თუ იმ პარტიის საარჩევნო სია მხოლოდ ამ პარტიის წევრებისგან ან იმ პირებისაგან უნდა შედგებოდეს, რომლებიც სხვა პარტიის წევრები არ არიან. მანამდე არსებული ნორმით, ერთი პარტიის წევრის მეორე პარტიის სიაში შეყვანა დასაშვები იყო, თუკი ამ პოლიტიკოსის პარტია არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა. ამავე პროექტის ფარგლებში განხორციელებული კიდევ ერთი ცვლილებით პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა ზუსტად იმ სახელით უნდა მიიღოს, რომელიც პარტიის წესდებაში წერია ან ამ სახელის შემოკლებული ვერსიით. მანამდე მოქმედი ნორმით, წესდებაში მითითებულ სახელწოდებასთან ან მის შემოკლებულ დასახელებასთან ერთად პარტიას შეეძლო, საარჩევნო დასახელებაში არაუმეტეს სამი ლიდერის სახელი და გვარი ან მხოლოდ გვარი მიეთითებინა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში