დატვირთულობიდან გამომდინარე "ბიბლუსის საახალწლო ფესტივალის" სამუშაო დრო 22:00 საათამდე გახანგრძლივდა

დატვირთულობიდან და ნაკადიდან გამომდინარე, რომელიც ამ მომენტშიც შეინიშნება, გადავწყვიტეთ, სამუშაო დრო 22:00 საათამდე გადავწიოთ ხუთშაბათი-პარასკევის ჩათვლით, შაბათ-კვირის ნაწილშიც აქტიურად განვიხილავთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო დრო გავახანგრძლივოთ - ამის შესახებ “ბიბლუსი ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ “ბიბლუსის საახალწლო ფესტივალთან” დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მომხმარებლების მხრიდან აღნიშნული მასშტაბის აქტივობას და ჩართულობას არ ელოდებოდნენ და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

“მოლოდინების მიუხედავად [შედეგი] საოცრად განსხვავებულია. ნამდვილად არ მეგონა, თუ ამხელა აქტივობა იქნებოდა, არ მეგონა, რომ ასეთი ჩართულობა იქნებოდა და ასეთი ლამაზი დღე გამოვიდოდა - თავისი ემოციური დატვირთულობით, ნაკადებით და ადამიანთა ჯგუფებით. მრავალრიცხოვანი სხვადასხვა ასაკის ადამიანების ასეთი უხვი რაოდენობა ნამდვილად ვერ წარმოგვედგინა. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მოვახერხეთ საახალწლო გარემოს შექმნა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში და მეორე მხრივ, ის რომ ერთგვარ ტრადიციას ვამკვიდრებთ.

ძალიან კარგია, რომ ამავე დროს, მომხმარებლები არიან კმაყოფილები არსებული შეთავაზებებით და ძალიან კარგი ღონისძიებებით, რომელიც მათ შორის მუსიკალურ, გასართობ და სხვა პროგრამას მოიცავს.

ამ დატვირთულობიდან და ამ ნაკადებიდან გამომდინარე, რომელიც ამ მომენტშიც შეინიშნება, გადავწყვიტეთ, რომ სამუშაო დრო 22:00 საათამდე გადავწიოთ ხუთშაბათი-პარასკევის ჩათვლით, შაბათ-კვირის ნაწილში კიდევ აქტიურად განვიხილავთ საჭიროების შემთხვევაში გავახანგრძლივოთ სამუშაო დრო. ბევრი გვწერს, ბევრი გვთხოვს, რადგან სამუშაო დღე არის მაინც, რომ გადაიწიოს დრომ და მიეცეთ საშუალება სამუშაო დღის შემდეგ გვეწვიონ. ამას აუცილებლად, დიდი ალბათობით, გავითვალისწინებთ.

მთელი გუნდი, მთელი ”ბიბლუსი ჯგუფი” ძალიან ბედნიერები ვართ, რომ შევძელით ასეთი ლამაზი ღონისძიების გამართვა, რომელიც კვირის, 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ალბათ, ამ ყველაფერს ტრადიციად ვაქცევთ, რაც წლიდან წლამდე კიდევ უფრო მეტ ვიზიტორს მოიზიდავს”, - განაცხადა ირაკლი გაგნიძემ.

ღონისძიების ფარგლებში “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონში მოსულმა სტუმრებმა განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლეს. მათთვის სხვადასხვა აქტივობა მოეწყო.

ცნობისთვის, დღეს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მასშტაბური ღონისძიება, „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ გაიხსნა. ფესტივალი საახალწლო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვასა და გრანდიოზულ აქციებს აერთიანებს.

ღონისძიების სადღესასწაულო პროგრამა დრამერების შოუთი, ასევე თოვლის ბაბუს, გუნდასა და ოჩო ფეხების მონაწილეობით დაიწყო, შემდეგ კი, პეპელასა და xs-ის მასკოტების მონაწილეობით, ასევე, სახის მოხატვის აქტივობითა და ილუზიონისტის შოუთი გაგრძელდა.

სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი თბილისის ბავშვთა ორკესტრმა გამოიწვია, რომელმაც არაერთი გამორჩეული მუსიკალური ნომერი შეასრულა და აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.

სადღესასწაულო პროგრამა ფესტივალის მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. მათ შორის, შაბათს, 14:00 საათზე, დაგეგმილია ჟირაფი ჟოზეს პრეზენტაცია.

ფესტივალში შემდეგი კომპანიები მონაწილეობენ: „ბიბლუსი“, „პეპელა“, “XS სათამაშოები“, „პალიტრა L”, “მინისო“, „კოსმო“, „ბადაგი“, „ჩიკორი“, „მულტი“, OLD SUPHRA, „ბაბალე“, „პრინტარეა“, „მანსარდი“, „ჩიკიტაი“ და „კესანე“.

რაც შეეხება ფასდაკლებებს, "ბიბლუსი ჯგუფის“ კომპანიებში: "ბიბლუსის“, "პეპელას“, “XS სათამაშოების“ სრულ ასორტიმენტზე მომხმარებლები 40%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. დამატებით თიბისის Visa სადებეტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, ქეშბექის სახით მომენტალურად თანხის 30% უბრუნდებათ.

„ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ 7-10 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, 11:00 საათიდან 22:00 საათამდე გაგრძელდება.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა