გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეხვედრა გაიმართა

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თემაზე: „გენდერული მეინსტრიმინგი - გენდერული გავლენები“ - საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭოს მოწვეულმა ტრენერმა ელენე ბერიაშვილმა ისაუბრეს.

„შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში ქალთა ფონდ „სოხუმის“ ორგანიზებით ფორუმ-თეატრი გაიმართა.

ღონისძიებებს ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია, საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია, გრეტა წიწავა, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და სამეგრელო ზემო-სვანეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა