ვანის საკრებულოს წევრს "ევროპული საქართველოდან" 3000 - ლარიანი გირაო შეეფარდა

ვანის საკრებულოს წევრს "ევროპული საქართველოდან" აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 - ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც 5000 - ლარიან გირაოს ითხოვდა. პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული, რომელიც წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით დუმილის უფლებას იყენებს.

დაცვის მხარე დაკავებულის ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა.

კობა ძაგნიძეს გამოძიება არასრულწლოვანის მიმართ იძულებას ედავება. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა არასრულწლოვანს ავტომობილი გაუჩერა, გამოართვა ტელეფონის ნომერი და იძულებით პირად ინფორმაციას სთხოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა