გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია - 2023 წელს, დაგეგმილი და ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამები წარმატებით განხორციელდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წელს, დაგეგმილი და ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამები წარმატებით განახორციელა.

როგორც გარდაბნის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოციალური პოლიტიკა ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს.

„მთელი წლის განმავლობაში მაღალი იყო მოქალაქეების მომართვიანობა სოციალური მიმართულებით. ჯამში მერიამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების და მერიის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მუშაობის შედეგად 10 000-მდე განაცხადის დაკმაყოფილება შეძლო. ამ დროისთვის 22 სოციალურ პროგრამაზე გახარჯულია 3 მილიონ ლარზე მეტი.

2023 წელს მუნიციპალიტეტმა მოახერხა და შეძლო სოციალური სერვისების გაუმჯობესება რამდენიმე მიმართულებით, ეს ეხება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 25 წლამდე აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, წელიწადში ორჯერ სწავლის სემესტრული თანხის თანადაფინანსება მიიღონ. ასევე, გაუმჯობესდა და თანხა დაემატა ონკო პაციენტების, შშმ პირების და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სამედიცინო მომსახურებას.

აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინიცირებით ბავშვზე მორგებული მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავების მიზნით, საჭიროებათა კვლევა განხორციელდა.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების შესწავლა ახალი, მუნიციპალური პროგრამების დასანერგად. აღნიშნული კვლევის საფუძველზე 2024 წელს მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალურ პროგრამებს კიდევ რამდენიმე მიმართულება დაემატება და ბიუჯეტის 15%-ით გაზრდა იგეგმება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება