ნინო წილოსანი - ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებ თვალყურს, როგორ მიმდინარეობს რღვევა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში, თუმცა გასაკვირი არ არის

არაფორმალური მმართველობა პარტიაში მიხეილ სააკაშვილის სახით მიმდინარეობს, რადგან ეს ადამიანი არ არის საქართველოს მოქალაქე, მას არ აქვს უფლება, რომ ერეოდეს პოლიტიკაში, მათ შორის მართავდეს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას და მონაწილეობდეს ამ პროცესებში საპყრობილიდან, ამგვარი არასწორი ფორმით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გასაკვირია, რომ რღვევა იმ მიზეზით დაიწყეს, რომ პარტიის თავმჯდომარე არ მოსწონთ.

„ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებ თვალყურს, როგორ მიმდინარეობს რღვევა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში, თუმცა გასაკვირი ის არის, რომ ეს რღვევა დაიწყო მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ უბრალოდ არ მოეწონათ ახალი თავმჯდომარე და საჯაროდ განაცხადეს არაფორმალურ მმართველობაზე, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს პარტია ყველანაირი ბოროტების მსახური იყო მთელი ამ წლების განმავლობაში და ეს ყველაფერი არ გამხდარა მათი რღვევის წინაპირობა.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ არაფორმალური მმართველობა პარტიაში მიხეილ სააკაშვილის სახით მიმდინარეობს, რადგან ეს ადამიანი არ არის საქართველოს მოქალაქე, მას არ აქვს უფლება, რომ ერეოდეს პოლიტიკაში, მათ შორის მართავდეს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას და მონაწილეობდეს ამ პროცესებში საპყრობილიდან, ამგვარი არასწორი ფორმით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია