„საბა“ 11 დეკემბრიდან მკითხველთათვის ახალ კამპანიას იწყებს

„საბა” 11 დეკემბრიდან მკითხველთათვის ახალ კამპანიას იწყებს და მათ საშუალებას აძლევს აპლიკაცია SABA Reader-ში ბესტსელერები უფასოდ წაიკითხონ.

„თიბისის“ ცნობით, ბესტსელერებზე უფასო წვდომა ლიტერატურის მოყვარულებს ერთი თვის განმავლობაში ექნებათ, ხოლო წიგნების ჩამონათვალი პერიოდულად განახლდება.

„კამპანიის მთავარი მიზანია, ნებისმიერ მკითხველს ჰქონდეს საშუალება გაეცნოს როგორც ქართულ, ასევე თარგმნილი ლიტერატურის პოპულარულ ტექსტებს. უფასო წვდომით ისარგებლებს ყველა მსურველი, იმისდა მიუხედავად ყოფილა ის თუ არა აქამდე “საბას” ელექტრონული ბიბლიოთეკის გამომწერი.

11 დეკემბრიდან - 11 იანვრის ჩათვლით მკითხველებს სამ ბესტსელერს ვთავაზობთ, ესენია:

  • ნინო ხარატიშვილის “უკმარი სინათლე”
  • ხალიდ ჰოსეინის “ფრანით მორბენალი”
  • ჯონ აპდაიკის “ბრაზილია”

შემდეგი სამეულის შესახებ კი ინფორმაციას “საბას” საკომუნიკაციო არხებით მიიღებთ.

ბესტსელერებზე უფასო წვდომის კამპანია “საბას” მეგობარი შემდეგი გამომცემლობების მხარდაჭერით ხორცილდება: სულაკაურის გამომცემლობა; დიოგენე; ინტელექტი; არტანუჯი და წიგნები ბათუმში.

„საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. დღესდღეობით „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი