ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ველოდები და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი

რა თქმა უნდა, ველოდები და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო მიმდინარეობს და მოგვიანებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება.

„ველოდები და იმედი მაქვს, რომ მიმდინარე კვირაში საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და ძალიან ნათელია, რომ არა მხოლოდ ქართველ ხალხს სურს ძალიან ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ ხელისუფლებაც ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს. ეს ძალიან პოზიტიურია და ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების გზაზე“,- განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
BMW-ს ახალი ეპოქა: გაიცანით Neue Klasse-ის პირველი სერიული მოდელი iX3
ზაფხული „მოზაიკოს“ ტერასაზე - საავტორო კოქტეილები, თბილისური ხედები და განსაკუთრებული ადგილი შეხვედრებისთვის
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტში გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს