დმიტრო კულება - სწორედ უკრაინამ გამოიყვანა ევროკავშირი გაფართოების კომიდან - ორი წლის წინ ვერც უკრაინა და ვერც საქართველო ევროპულ პერსპექტივასაც კი ვერ მიიღებდა

იცით, რომ სწორედ უკრაინამ გამოიყვანა ევროკავშირი გაფართოების კომიდან. ორი წლის წინ აქ, ბრიუსელში გაფართოების შესახებ საუბარიც კი შეუძლებელი იყო. იმ დროს ვერც ჩვენ და ვერც საქართველო ევროპულ პერსპექტივასაც კი ვერ მივიღებდით, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, უჭერს თუ არა უკრაინა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და თვლის თუ არა, რომ ახლა ერთ გუნდში ყოფნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნებმა წარმატებას მიაღწიოს, კულებამ უპასუხა :

„ვფიქრობ, ახლა არსებობს ერთი დიდი გუნდი იმ ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც გაფართოების ნაწილი არიან. დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით წარმატების მიღწევა ყველა მათგანისთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ, თქვენ იცით, რომ სწორედ უკრაინამ გამოიყვანა ევროკავშირი გაფართოების კომიდან. ორი წლის წინ აქ, ბრიუსელში გაფართოების შესახებ საუბარიც კი შეუძლებელი იყო. იმ დროს ვერც ჩვენ და ვერც საქართველო ევროპულ პერსპექტივასაც კი ვერ მივიღებდით. თუკი ევროკავშირი ამ მომენტს ხელიდან გაუშვებს და არ გააცნობიერებს, რომ ევროკავშირის გაძლიერება მის გაფართოებასთან არის დაკავშირებული, ეს უზარმაზარი ისტორიული შეცდომა იქნება. ის, რაც დღევანდელი განხილვის დროს სასწორზე დევს არ არის კონკრეტული ქვეყნის წევრობის საკითხი, არამედ ევროკავშირის მომავლის საკითხი, ევროკავშირის არა მხოლოდ როგორც კავშირის, არამედ როგორც ძალის საკითხი. ევროკავშირის, როგორც ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ძალის საკითხი“, - აღნიშნა კულებამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში