აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის ფინალისტების დაჯილდოება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ, სახვითი ხელოვნების დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად გამართული კონკურსის გამარჯვებული ალექსანდრე ხუბუა დააჯილდოვა.

როგორც აფხაზეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ალექსანდრე ხუბუას ფერწერული ნამუშევრისთვის „ურბანიზაცია“ ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის დიპლომი და ფულადი ჯილდო გადაეცა.

„ასევე, კონკურსის ფინალისტებს, ფერმწერ ვერიკო იობაშვილს უსათაურო ნამუშევრისთვის და მოქანდაკე ნინო თალაკვაძეს ნამუშევრისთვის „სულის მეტამორფოზა“ ფასიანი საჩუქრები და თაიგულები გადაეცათ.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ, ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში წარმოდგენილ ნამუშევრებს, დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტებისგან შემდგარი კომისია აფასებს და პრემია გაიცემა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში