გია ვოლსკი - NDI-ს ერთი კვლევაც არ მახსოვს, რომელიც ციფრებში ემთხვევა შედეგებს

NDI-ს ერთი კვლევაც არ მახსოვს, რომელიც ციფრებში ემთხვევა შედეგებს - ყოველთვის წარმოდგენილია გადაუწყვეტელთა არმია, რომელიც რეიტინგის არმქონე პარტიებს პერსპექტივას უტოვებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც NDI-ის კვლევას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კვლევაში ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაცილებით მეტია, ვიდრე ოპოზიციის, თუმცა რიცხვი 19 (რომელიც კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგს ასახავს), ვოლსკის შეფასებით „სასაცილოა რეალურ მაჩვენებელთან შედარებით“.

„ვინც NDI-ს კვლევებს, საველე სამუშაოებს ატარებს, ის ორგანიზაცია, გარკვეულწილად, დაკავშირებული იყო ადრე „ნაცმოძრაობასთან“ , ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“. მე არ მახსოვს ერთი კვლევა მაინც ისეთი, რომ ციფრებში ემთხვეოდეს ერთმანეთს შედეგი და კვლევა. მიუხედავად ამისა, თავად მათაც არ აქვთ შესაძლებლობა ის ფაქტი უარყონ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა ერთად აღებული ყველა ოპოზიციური პარტიის, ძირითადად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეიტინგს მნიშვნელოვნად აჭარბებს, თუმცა, ციფრები შეცვლილია და ისეა წარმოდგენილი, თითქოს კიდევ არსებობს პერსპექტივა. გადაუწყვეტელთა რაოდენობაა იმდენი მითითებული, რომ არარეალისტური ლაპარაკის საშუალებას ქმნის. არის „გორბის“ კვლევები და იქაც ნაჩვენებია, რომ „ქართულ ოცნებას“ გაცილებით დიდი რეიტინგი აქვს. აქაც იგივეა ნაჩვენები, თუმცა, 19 პროცენტი სასაცილოა იმასთან შედარებით, რასაც ჰქვია რეალური მაჩვენებელი და გადაუწყვეტელთა არმია არის წარმოდგენილი ყოველთვის, რომელიც პერსპექტივას უტოვებს რეიტინგის არმქონე პარტიებს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკი გამოეხმაურა კვლევის იმ ნაწილსაც, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას უმრავლესობა საშუალოდ ან კარგად აფასებს.

NDI-ს კვლევები ყოველთვის პოლიტიკურ მიზანზე იყო ორიენტირებული. ახლა მთელი ძალისხმევა მიდის იქით, რომ ახალ მოკავშირეთა ჯგუფი იქმნება, რომელიც თვალსაჩინოდ თუ ფარდის მიღმა ჩამოაყალიბებს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კოალიციას. აქ შედის „ლელოც“, გახარიაც, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შეიძლება ნინო ლომჯარია და უნდათ ეს იდეა NDI-ს კვლევებითაც მოგვყიდონ საზოგადოებას,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა