გია ვოლსკი - რასაკვირველია, გარკვეულ საფრთხეებს ქმნის დაძაბულობა შიგნით ევროკავშირში, ჩვენ წარმატება გვინდა ვუსურვოთ უკრაინასაც, მოლდოვასაც -  არ დავივიწყოთ, ევროკავშირისთვის გაფართოების, განსაკუთრებით საქართველოს თემა, არის საგანგებო მნიშვნელობის

ჩვენს ოპონენტებს უნდათ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი მხოლოდ ერთ ქვეყანაზე ჩამოკიდონ, თითქოს უნგრეთი საქართველოს იყენებს გარიგების საგნად, რაც აბსოლუტურად აბსურდია , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, "ევროკავშირის შიგნით დაძაბულობა გარკვეულ საფრთხეებს ქმნის", თუმცა გაფართოება თავად ევროკავშირისთვის არის მნიშვნელოვანი.

"ჩვენს ოპონენტებს უნდათ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი მხოლოდ ერთ ქვეყანაზე ჩამოკიდონ, თითქოს მხოლოდ უნგრეთია, რომ მხარს უჭერს საქართველოს და თავის დამოკიდებულებით უკრაინის მიმართ საქართველოს იყენებს გარიგების საგნად, რაც აბსოლუტურად აბსურდია, რადგან საქართველოს მხარდამჭერთა შორის არის ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა. არა იმიტომ, რომ როგორც ბორელმა აღნიშნა, მთავრობის მიერ არის საშინაო დავალებები კარგად შესრულებული მხოლოდ, ან არა იმიტომ, რომ საზოგადოება ამას იმსახურებს და ზოგიერთებს უნდათ, ეს გამოიყენონ სათავისო პოლიტიკურ ტრენდად, არამედ იმიტომ, რომ საქართველო თავის შესრულებული საქმითაც, საზოგადოებითაც და უშველებელი რეიტინგებით ამას იმსახურებს, ყოველგვარი შიდა გარიგებების გარეშე. საქართველო არ იცვლება არანაირად, მას მიეგება შესაბამისი პატივი, როცა გამოცხადდება კანდიდატ ქვეყნად იმ მაჩვენებლებიდან გამომდინარე, რაც მას გააჩნია.

რასაკვირველია, გარკვეულ საფრთხეებს ქმნის დაძაბულობა შიგნით ევროკავშირში, ჩვენ წარმატება გვინდა ვუსურვოთ უკრაინასაც, მოლდოვასაც, ყველა კანდიდატ ქვეყანას, მაგრამ მთავარი არ დავივიწყოთ, ევროკავშირისთვის ეს გაფართოების თემა, განსაკუთრებით საქართველოს თემა, არის საგანგებო მნიშვნელობის, არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, რაც უკავშირდება შუა დერეფნის განვითარებას, აქედან გამოდის მნიშვნელოვანწილად ევროკავშირი, როცა გადაწყვეტილებას იღებს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში