ზურაბ პატარაძე - აზერბაიჯანში შალვა პაპუაშვილის ვიზიტი დამატებით იმპულსს მისცემს ორმხრივ ურთიერთობებს

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობების მთელი სპექტრი.

პატარიძის თქმით, აღნიშნული ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ დამატებით იმპულსს მისცემს.

„შედგა უკვე შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან. შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობების მთელი სპექტრი, აღინიშნა ურთიერთობების მაღალი დინამიკა როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. ხაზი გაესვა ორმხრივ ვიზიტებს ჩვენს ქვეყნებს შორის და, რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ხელისუფლებების კავშირს, ჩართულობას და საპარლამენტო ურთიერთობებს. ეს დინამიკა, ვფიქრობ, მომავალშიც შენარჩუნდება. განხილული საკითხების რეალიზაცია ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს ვიზიტი კიდევ დამატებით იმპულსს მისცემს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენი ქვეყნის მედიაცია, ჩართულობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო მონაწილეობა ამ პროცესებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს და სხვა საკითხები იყო განხილული როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ასევე, აზერბაიჯანის მილი მეჯლისში“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ, რომლის კომენტარსაც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე