პარლამენტში ინიცირებულია „გირჩის“ ინიციატივა, რომლის თანახმად,  სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას ის პარტია მიიღებს, რომელიც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს

პარლამენტში ინიცირებულია “გირჩის“ პროექტი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას ის პარტია მიიღებს, რომელიც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მოქმედი კანონით ბიუჯეტიდან თანხას ის პარტია იღებს, რომელმაც პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო. “გირჩი“ აღნიშნული წესის შეცვლასა და პარტიების დაფინანსების კონსტიტუციით განსაზღვრულ საარჩევნო ბარიერთან მიბმას ითხოვს.

როგორც “გირჩი“ განმარტავს, მათი კანონპროექტის გათვალისწინებით, საბიუჯეტო დაფინანსებას მხოლოდ ის პოლიტიკური პარტიები მიიღებენ, ვისაც აქვს შესაძლებლობა და სურვილი. პოლიტიკა აკეთოს.

“სხვა შემთხვევაში, ბიუჯეტიდან ისეთი პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას არ იღებენ, არის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა, რაც დანაშაულიც კი არის.

თუ პარტია პოლიტიკურ დღის წერიგში არ მონაწილეობს, პოლიტიკური პოზიციები არ გააჩნია და არ მონაწილეობს საპარლამენტო საქმიანობაში, მისი თვითმიზანია გადალახოს 1%-იანი ბარიერი და დაფინანსება მიიღოს, ეს პოლიტიკურ სპექტრში არასწორ მოტივებს აჩენს. ჩვენი პროექტის მიზანია პატარა პარტიები, რომლებსაც პოლიტიკაში ყოფნის სურვილი აქვთ, დიდ პარტიებთან კონსოლიდაციის მიზნით გაერთიანდნენ“, - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი“.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
BMW-ს ახალი ეპოქა: გაიცანით Neue Klasse-ის პირველი სერიული მოდელი iX3
ზაფხული „მოზაიკოს“ ტერასაზე - საავტორო კოქტეილები, თბილისური ხედები და განსაკუთრებული ადგილი შეხვედრებისთვის
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტში გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს