Bolt და Visa მომხმარებლებს ახალ შეღავათებს სთავაზობენ

Bolt და Visa მომხმარებლებს ახალი შეთავაზებით უბრუნდებიან. ამჯერად ისინი თბილისსა და ბათუმში მგზავრებს ახალი ტიპის აქციას სთავაზობენ.

Visa-ს ნებისმიერი ბარათით გადახდისას, თუ მომხმარებელი კვირაში სამ მგზავრობას შეასრულებს, შემდეგ სამ მგზავრობაზე 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

Bolt და Visa მსოფლიოს მასშტაბით მრავალ ქვეყანაში პარტნიორობენ და ქმნიან მაღალი ხარისხის მომსახურებას. საქართველოში მათი თანამშრომლობა 2023 წელს დაიწყო და სამომავლო პერსპექტივაშიც არაერთი კამპანია იგეგმება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორის ყოლა, როგორიც Visa-ა. აღნიშნულ 3+3 მგზავრობის კამპანიასთან ერთად, Visa-ს პრემიუმ ბარათების მფლობელებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ 50%-იანი ფასდაკლებით თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი შეღავათები, რომლებიც მათ მგზავრობებს კიდევ უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს გახდის. Visa-სთან პარტნიორობის ფარგლებში ჩვენი მომხმარებლები წინ კიდევ ბევრ სიურპრიზს შეხვდებიან Bolt-ის აპლიკაციით სარგებლობისას“, - აცხადებენ კომპანია Bolt-ის წარმომადგენლები.

3+3 შეთავაზება აქტიურია Visa ბარათის ყველა მფლობელისთვის საქართველოში და ძალაშია 31 დეკემბრამდე. კამპანიის პირობების შესახებ დეტალები ხელმისაწვდომია Bolt-ის აპლიკაციაში.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო