ირაკლი კობახიძე - კორუმპირებული, ყაჩაღი, მძარცველი კეზერაშვილი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტზე აკეთებს სიუჟეტს - ეს არის „ნაცური“ თავხედობა და ამ „ნაცურ“ თავხედობას არჩევნების შემდეგ, კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი

კორუმპირებული, ყაჩაღი, მძარცველი კეზერაშვილი ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ საქველმოქმედო პროექტთან დაკავშირებით სიუჟეტს აკეთებს. ეს არის ჩვეულებრივი „ნაცური“ თავხედობა და ამ „ნაცურ“ თავხედობებს არჩევნების შემდეგ, კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „რას ნიშნავს, რომ „ფორმულა“ დენდროპარკს და ბაობაბებს ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებს“.

„ეს არის ტიპური „ნაცური“ თავხედობა. თქვენ იცით, რომ ეს არის კეზერაშვილის ტელევიზია, რომელმაც სახელი გაითქვა კორუფციით, ყაჩაღობთ, ბიზნესის რეკეტით, პენსიონერების ძარცვით და ასეთი ადამიანის ტელევიზია ახლა საუბრობს ბიძინა ივანიშვილის მორიგ საქველმოქმედო პროექტზე. ერთ მხარეს არის კეზერაშვილი, „ნაცი“, რომელმაც მილიონები მოჰპარა ქართველ ხალხს, გაძარცვა, დააყაჩაღა და მეორე მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მარტო ქველმოქმედებაზე აქვს დახარჯული 3 მლრდ ლარი. ეს კაცი, კორუმპირებული კეზერაშვილი, ყაჩაღი, მძარცველი, ბიძინა ივანიშვილზე აკეთებს სიუჟეტს მის ერთ-ერთ საქველმოქმედო პროექტთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი „ნაცური“ თავხედობა. ამ „ნაცურ“ თავხედობებს არჩევნების შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს პასუხი,“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ამ განცხადებაში იგულისხმება თუ არა მედიის დასჯა, კობახიძე პასუხობს: „არა, „ნაცურ“ თავხედობაზე მაქვს საუბარი“.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში მედია მხოლოდ ინსტრუმენტია და „ნაცურ“ თავხედობას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი“.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა