15 დეკემბრამდე საქართველოში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, შემდეგ კი გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, 15 დეკემბერს გამოიდარებს - დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +22 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით ცივი ამინდია მოსალოდნელი.

„თბილისში 12-13 დეკემბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, 14-15 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს. 15 დეკემბერს კი გამოიდარებს და დათბება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს. 15 დეკემბერს კი გამოიდარებს და დათბება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს. 15 დეკემბერს კი გამოიდარებს და დათბება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით თოვაა მოსალოდნელი, 15 დეკემბერს კი გამოიდარებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით თოვლი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა