ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა სირიაში იმყოფება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა სირიაში ჩავიდა. აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის ცნობით, „ვიზიტის“ ფარგლებში დაგეგმილია „საერთაშორისო და ორმხრივი - აფხაზურ-სირიული - დღის წესრიგის საკითხების“ განხილვა.

მათივე ინფორმაციით, არძინბა, სირიის თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის გენერლებთან ერთად, დამასკოში უცნობი ჯარისკაცის მემორიალს ეწვია და „სირიელი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო“.

ინალ არძინბამ სირიის სამხედრო მუზეუმიც დაათვალიერა და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.

შეგახსენებთ, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში აღიარა. 2020 წლის 6 ოქტომბერს დამასკოში ე.წ. „აფხაზეთის საელჩო“ გაიხსნა. 2021 წლის მაისში კი სირიას აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია ეწვია.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია