გიორგი ამილახვარის განცხადებით, მოსწავლეების „ეროვნული შეფასების“ სისტემა დაბრუნდება - ასევე, იგეგმება სკოლის ავტორიზაციის ვადის 6-დან 9 წლამდე გაზრდა

სკოლებში „ეროვნული შეფასება“ დაინერგება - მე-6 და მე-9 კლასის პილოტირება 2025 წლიდან დაიწყება, მე-12 კლასის 2026 წელს, ხოლო ეს სისტემა სრულად 2027 წლიდან ამოქმედდება,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი მოდელის დანერგვის მიზნით, ყოველი საფეხურის ბოლოს, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შეფასების სისტემა მუშავდება.

ამილახვარის თქმით, ეროვნული შეფასების სისტემა სკოლიდან უმაღლეს სასწავლებელში ტრანზიციასაც მოიცავს.

„ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ დღეს, აუცილებელია ჩვენს სკოლებში შემოვიღოთ, დავაბრუნოთ ე.წ. ეროვნული შეფასება. ეს მნიშვნელოვანია, რათა თავად მასწავლებელმა იცოდეს, თუ რა შედეგებზე გადის ის; ასევე, ეს მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის, თავად სკოლის ხელმძღვანელობისთვის და რაც მთავარია განათლების სამინისტროსთვის, სისტემისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, ჩვენ დაწყებული გვაქვს აქტიურად პროცესი, რომელიც გულისხმობს, რომ მე-6 და მე-9 კლასში, ჩვენ გვინდა პირველ ეტაპზე შემოვიღოთ ე.წ. სადიაგნოსტიკო შეფასებები, რომლებიც სისტემას ნათელ სურათს მისცემს როგორ ვითარდება, რა დახვეწა და რა გაუმჯობესება სჭირდება და მე-12 კლასში უკვე ეს იყოს განმსაზღვრელი შეფასება და რასაც ჩვენ ვეძახით ბავშვის ტრანზიციას, სკოლიდან უმაღლეს განათლებაში, თუ პროფესიულ განათლებაში. ესეც, ბუნებრივია, იქნება მოაზრებული და ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ სრულიად ახალ საერთაშორისო პრაქტიკაზე ადაპტირებულ ჩარიცხვის პროცესს. ხაზგასმით მინდა აღნიშნო, რომ მე-6 და მე-9 კლასის პილოტირება 2025 წლიდან დაიწყება, მე-12 კლასის პილოტირება 2026 წელს დაიწყება და სრულად ეს სისტემა 2027 წლიდან ამოქმედდება,“ - განაცხადა ამილახვარმა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, სკოლების ავტორიზაცია 6 წლის ნაცვლად, 9 წლიანი გახდება.

„ავტორიზაცია, რომელიც მნიშვნელოვანი პროცესია და საქართველოში პირველად დაიწყო საჯარო სკოლების ავტორიზაცია. დაახლოებით 300-ამდე სკოლა უკვე ავტორიზებულია და ჩვენი ეს პროცესი გვაძლევს შესაძლებლობას რომ, გამოვავლინოთ დავაკვირდეთ თუ რა ხარვეზებია, რა გამოწვევებია სკოლებში. როგორ უნდა ვუპასუხოთ მათ, როგორ უნდა დავამკვიდროთ ე.წ ხარისხის მართვის ინსტრუმენტები და თვითშეფასების კულტურა სკოლებში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ავტორიზაცია გახდება 9 წლიანი. ვინაიდან, არსად არ გვეჩქარება. ჩვენ არ გვჭირდება რაოდენობა, გვჭირდება ხარისხი. ამიტომ, მყარად სწორი ნაბიჯებით იმ პროცესების პარალელურად, რომლებიც უკავშირდება ინფრასტრუქტურის განვითარებას და იმ კომპონენტებს, რომლებიც ახლა ჩამოვთვალე, ხელს შეუწყობს კიდევ უფრო ხარისხის ამაღლებას“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ