ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიების მომავლის გადასაწყვეტად რეფერენდუმის ჩატარების მოწოდებით გამოდის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის განცხადებით, ერთადერთი რამ, რაც ირანს ისრაელთან საერთო აქვს არის ის, რომ არცერთს არ სჯერა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე გადაწყვეტის.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა პალესტინელი, იქნება ის მუსლიმი, ქრისტიანი თუ ებრაელი, რათა გადაწყვიტონ ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიების მომავალი ერთი მთავრობის ქვეშ.

ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის განცხადებით, თუ ღაზაში ძალადობა გაგრძელდება, „დიდმა აფეთქებამ“, შეიძლება, ნებისმიერ მომენტში ისრაელ-"ჰამასის" ომის ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით გავრცელება გამოიწვიოს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“