თეა ახვლედიანი - სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრები - ჯამში 1600-მდე ადამიანის მონაწილეობით

სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრები, რომელშიც ჯამში 1600-მდე ადამიანი მონაწილეობდა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

თეა ახვლედიანის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა რეგიონებში საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოების შემდგომი გაძლიერების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობის გაუმჯობესებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე.

„რაც შეეხება თანასწორობის, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის გაუმჯობესების პრიორიტეტს - ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო: გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობების ფართო ჩართულობის მხარდასაჭერად არსებული საკონსულტაციო მექანიზმების ეფექტიანობის გაძლიერებაზე; მნიშვნელოვან საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე; მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციაზე; ისევე როგორც, საარჩევნო უფლების ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობაზე. ამ მიზნით:

სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრები - ჯამში 1600-მდე ადამიანის მონაწილეობით;

ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრების, კულტურულ-საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარების და თემატური ღონისძიებების რამდენიმე ციკლი, 3000-მდე ბენეფიციარის ჩართულობით, ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, ანტიდისკრიმინაცია, ადრეული ქორწინება, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სხვა;

ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პროაქტიული მიდგომის ფარგლებში, მასშტაბურად განხორციელდა აქტუალურ თემატიკაზე სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო მასალის, მათ შორის 30-ზე მეტი საკანონმდებლო აქტის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნა.

გაძლიერდა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული საკონსულტაციო მექანიზმები ექვსი ძირითადი თემატური მიმართულებით: ახალგაზრდების და ქალების ჩართულობა; სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია; მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა; მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა; განათლება და სახელმწიფო ენა; და ინტერკულტურული დიალოგის წახალისება - რაც პროცესების ეფექტიანობასთან ერთად, გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობას უზრუნველყოფს.

ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმირება უწყვეტად ხორციელდებოდა სატელევიზიო და ინტერნეტ-მაუწყებლობის მეშვეობით. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადებული მასალები ამავდროულად რეგიონული ტელევიზიებითაც ვრცელდებოდა.

არაქართულენოვანი საზოგადოებისთვის მშობლიურ ენაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სახელმწიფოს დაფინანსებით წლის განმავლობაში რეგულარულად გამოიცემოდა ყოველკვირეული გაზეთები: „ვრასტანი“ და „გურჯისტანი“. გაზეთების გავრცელების არეალში ჩატარებული ფართო მასშტაბიანი კვლევის საფუძველზე, მიმდინარეობს მათი ეფექტიანობის ამაღლებასა და განვითარებაზე მუშაობა”, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები