ბექა ოდიშარია - როგორც ჩვენ გვეკუთვნის ცხინვალი და სოხუმი, ისე ეკუთვნის სოხუმელს და ცხინვალელს - თბილისი

მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ვაცხადებ, რომ ჩვენ დავიბრუნოთ კი არა, უნდა გავერთიანდეთ და უნდა შევქმნათ სინერგია. როგორც ჩვენ გვეკუთვნის ცხინვალი და სოხუმი, ისე ეკუთვნის სოხუმელს და ცხინვალელს თბილისი. ეს უნდა გვახსოვდეს კარგად. აქ არაფერი არის გასაკვირი, გასაოცარი და უნიკალური", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანას უსმენენ.

მისი თქმით, მინისტრის მოხსენება ძალიან საინტერესო იყო, რომელიც გარკვეულწილად მოიცავდა, სხვა სამინისტროების ინიციატივებს, როგორიც არის მაგალითად: „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", ჯანდაცვის, განათლების პროგრამები და სხვა.

„შიშველი პოპულიზმი უნდა მორჩეს. ეს არის შერიგების სამინისტრო, უნდა დავფიქრდეთ, მერამდენედ უნდა შევიდეთ ცეცხლიან მდინარეში. იქ სადაც საუბარია გარკვეულ გახსნილობაზე, ეს მისაღებია, მაგრამ ჩვენ ერგნეთის თემას ვერ დავუბრუნდებით. ის სხვა დროის საქართველო იყო. იმ დროს საქართველოს, სამწუხაროდ, თავი არ ჰქონდა შეეთავაზებინა ის ბენეფიტები ჩვენი ოსი და აფხაზი მეგობრებისთვის, რაც ჩვენ შეგვიძლია - ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი, ასოცირების შეთანხმება, კანდიდატის სტატუსი და ათასი რამ.

შერიგების სამინისტრო აწყობილი უნდა იყოს სწორედ ტაქტიკურ და სტრატეგიულ მოთმინებაზე. მას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის არ უნდა ერქვას იმიტომ, რომ ყველაფერი უნდა იყოს თანაბარწილად, ურთიერთშეთანხმებით, საბოლოო კონსენსუსით, ოღონდ არა ისე, რომ რაღაცის ფასად დავთმოთ რაიმე გოჯი მიწა. ეს არ მოხდება!" - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში