სკოლის დირექტორების კონკურსზე „დაბლოკილმა“ კანდიდატებმა განათლების სამინისტროში განცხადება შეიტანეს მოთხოვნით, რომ დასახელდეს კონკრეტული თარიღები, როდის გაიმართება გასაუბრება და წარედგინება სკოლებს კანდიდატები

საჯარო სკოლის დირექტორების კონკურსზე „დაბლოკილმა“ კანდიდატებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონკრეტული მოთხოვნებითა და კითხვებით მიმართეს.

მასწავლებლებმა, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში, სამინისტროს შენობასთან აქციას მართავდნენ, უწყებაში განცხადება ოფიციალურად ჩააბარეს.

პედაგოგები მოითხოვენ, დასახელდეს კონკრეტული თარიღები, თუ როდის გაიმართება გასაუბრება და სერტიფიკატების გადაცემა გამოცდაჩაბარებული კანდიდატებისთვის და ამასთან, როდის წარედგინება კანდიდატები ვაკანტურ სკოლებს.

ისინი ასევე, მოითხოვენ, გასაუბრების ყველა მონაწილისთვის ვიდეო-გადაღება არა ნებაყოფლობითი, არამედ სავალდებულო იყოს.

“მასწავლებლების განცხადების სრული მოთხოვნები ასეთია: 1. დასახელდეს კონკრეტული თარიღები, როდის გაიმართება გასაუბრება და სერტიფიკატების გადაცემა გამოცდაჩაბარებული კანდიდატებისთვის და როდის წარედგინება კანდიდატები ვაკანტურ სკოლებს; 2. რომელი ორგანიზაციებისა და პერსონების ჩართვა იგულისხმება პროცესის ინკლუზიურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად? აქვე მოვითხოვთ, არ შევიდეს კომისიაში არცერთი წინა კომისიის არცერთი წევრი; აქვე გვაინტერესებს, რა ნაბიჯები გადაიდგმება არასწორად წარმართული გასაუბრების პროცესის პრევენციის მიზნით; 3. რა ნაბიჯები გადაიდგმება სამეურვეო საბჭოების სამართლიანი გადაწყვეტილების პრევენციისთვის? ვთავაზობთ ამ ეტაპზე სამეურვეო საბჭოებთან როგორც გასაუბრების, ისე ხმის მიცემის პროცედურისას ვიდეო-გადაღებისა და თავად სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას, რადგან წინა შვიდწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ სამეურვეოსთვის მიუღებელი დირექტორობის კანდიდატები, რომლებიც მინისტრმა სანიკიძემ დისკრეციით დანიშნა, რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ ა.წ. ოქტომბერში უკვე არჩეულ დირექტორებად იქცნენ. ანუ, უკვე მისაღები არიან სასკოლო საზოგადოებისთვის 2015 წელს მინისტრის ძალით დანიშნული დირექტორები; 4. მოვითხოვთ ვიდეო-გადაღებას არა ნებაყოფლობით, არამედ სავალდებულოდ გასაუბრების ყველა მონაწილისთვის; მნიშვნელოვანია, ვიდეო-ჩანაწერში მკაფიოდ ისმოდეს მოსაუბრეთა ხმები; 5. ამავდროულად, გამოცხადდეს თარიღი ახალი გამოცდის, რადგან სკოლას უნდა ჰქონდეს ნამდვილი არჩევანის შესაძლებლობა; დირექტორი, რომელიც ვერ მართავს სკოლას და გათავისუფლდება, სამეურვეო საბჭოს მუდმივად უნდა ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა; დირექტორად არარჩევის შემთხვევაში სერტიფიცირებული კანდიდატი გადიოდეს ყველა ტრენინგს, რომელსაც გაივლის მოქმედი დირექტორი, რათა ითვლებოდეს სრულფასოვან შემცვლელად საჭიროების შემთხვევაში; 6. აბსოლუტურად ყველა დეტალი ჩაიწეროს დირექტორის შერჩევის წესში, მათ შორის კრიტერიუმები და მათი შეფასების ინდიკატორები ქულებით; 7. შედეგები გაცხადდეს კონკურსანტისთვის გასაუბრების დასრულებისთანავე და განიმარტოს ინდიკატორებით კონკურსანტის სურვილის შემთხვევაში“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ორი კვირის განმავლობაში საჯარო სკოლების დირექტორობის უკანონოდ „დაბლოკილი“ რამდენიმე კანდიდატი განათლების სამინისტროსთან აქციას მართავდნენ. მათ უწყების წინ გაშლილი ჰქონდათ კარავი, სადაც ღამეს ათევდნენ. ასევე, დირექტორობის კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილე, მაია ეკალაძე პროტესტის ნიშნად შიმშილობდა კიდეც.

ამასთან, პედაგოგები დირექტორთა კონკურსში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ და სწორედ, ამ დარღვევის აღმოფხვრისკენ მოუწოდებენ განათლების სამინისტროს. ამ ეტაპზე, პედაგოგებმა სასამართლოს მიმართეს, სადაც მათ უფლებებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) იცავს. მათი თქმით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი