ანდრიუს კუბილიუსი - თუ ორბანი ევროკავშირის გაფართოებისა და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს, ეს ღალატი იქნება - ბატონო ვიქტორ ორბან, თქვენ ვერც ევროპას და ვერც უკრაინას დაამარცხებთ!

თუ ვიქტორ ორბანი ევროკავშირის გაფართოებისა და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს, ეს ღალატი იქნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დადებითი გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ ხვალ უნდა მიიღოს, მთელი ევროპის კონტინენტის მომავალს შეცვლის. მაგრამ თუ ვიქტორ ორბანი ევროკავშირის გაფართოებისა და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს, ეს ღალატი იქნება“, - განაცხადა კუბილიუსმა.

„ეს იქნება უკრაინის და უკრაინელი ხალხის ღალატი, რომლებიც საკუთარი ქვეყნისა და მთელი ევროპის დასაცავად იღუპებიან, რომლებიც მათ პროევროპულ არჩევანს იცავენ. ეს იქნება უკრაინაში მცხოვრები უნგრული უმცირესობის ღალატი, რომელიც გაერთიანდა და ვიქტორ ორბანს მიმართა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს“, - აღნიშნა კუბილიუსმა.

კუბილიუსმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს მიმართა, რომ იგი ვერც ევროპის და ვერს უკრაინის დამარცხებას ვერ შეძლებს.

„ეს იქნება დასავლეთ ბალკანეთის ღალატი, რადგან უკრაინა, გაფართოების პროცესის ისტორიული სტაგნაციის დროს, რომლის პირველი მსხვერპლიც დასავლეთ ბალკანეთი იყო, ყინულმჭრელის როლს ასრულებს. ეს მთელი ევროპის ღალატი იქნება. მომენტი, როცა ღალატის მომსწრე ხდები, არ არის მშვენიერი, მაგრამ საბოლოოდ, ის გაგვაძლიერებს. ბატონო ვიქტორ ორბან, თქვენ ვერც მთელ ევროპას და ვერც უკრაინას დაამარცხებთ!“, - განაცხადა კუბილიუსმა, რითაც სიტყვით გამოსვლა დაასრულა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში