პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი ყველა მოთხოვნას პასუხობს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი ყველა მოთხოვნას პასუხობს.

როგორც კვიჟინაძემ სესიაზე, ეროვნული ბანკის 2024-2026 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხილვისას განაცხადა, არსებული ფაქტორებისა და პირობების ანალიზი აჩვენებს, რომ 3%-იანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი რეალისტურია და ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ყველა მოთხოვნას პასუხობს.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ინფლაცია ამ ეტაპზე 0.1%-ია, რაც მის მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.

„დაბალი ინფლაციაც არ არის კარგი, მაგრამ ეროვნულ ბანკს აქვს ყველა მექანიზმი ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდეს“, - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის მოსაზრებებსაც გამოეხმაურა, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამასთან დაკავშირებით. როგორც პაატა კვიჟინაძემ განმარტა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერება ნათია თურნავას არ უკავშირდება.

„საქმე სებ-ის შესახებ კანონში ცვლილებას ეხება, რომელიც საბჭოს მენეჯმენტის საკითხს ეხებოდა. მე მქონდა შეხვედრა სავალუტო ფონდთან, მათ ავუხსენი თუ რატომ გახდა საჭირო მსგავსი ცვლილება - გაგებით შეხვდნენ, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე და დარწმუნებული ვარ, რომ საკითხი ნორმალურად დასრულდება“, -განაცხადა პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის სხდომაზე.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს