პაატა კვიჟინაძე - ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი ყველა მოთხოვნას პასუხობს

არსებული ფაქტორებისა და პირობების ანალიზი აჩვენებს, რომ 3%-იანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი რეალისტურია და ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი ყველა მოთხოვნას პასუხობს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ საპარლამენტო სესიაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2024-2026 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ინფლაცია ამ ეტაპზე 0.1%-ია, რაც მის მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.

„დაბალი ინფლაციაც არ არის კარგი, მაგრამ ეროვნულ ბანკს აქვს ყველა მექანიზმი ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდეს", - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის მოსაზრებებსაც გამოეხმაურა, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამასთან დაკავშირებით. როგორც პაატა კვიჟინაძემ განაცხადა სსფ-ს პროგრამის შეჩერება ნათია თურნავას არ უკავშირდება და საქმე ეხება სებ-ის შესახებ კანონში ცვლილებას, რომელიც საბჭოს მენეჯმენტის საკითხს ეხებოდა.

„მე მქონდა შეხვედრა სავალუტო ფონდთან, მათ ავუხსენი თუ რატომ გახდა საჭირო მსგავსი ცვლილების მიღება. გაგებით შეხვდნენ, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე და დარწმუნებული ვარ რომ საკითხი ნორმალურად დასრულდება", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს