ლაშა ხუციშვილი - ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესის დასაწყებად მიიმართება 70 მილიონი ლარი

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა ანაკლიის პორტისა და აეროპორტების დაფინანსების მიმართულებით ბიუჯეტში გათვალისწინებულ მოცულობებზე და განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესის დასაწყებად მიიმართება 70 მილიონი ლარი.

მისი თქმით, უშუალოდ 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 50 მლნ ლარი, რაც მოხმარდება წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისთვის მზადებას, რაც პორტის მშენებლობის სამი ძირითადი კომპონენტიდან ერთ-ერთია, რომლის დაფინანსების ვალდებულებასაც სახელმწიფო აიღებს.

როგორც მან აღნიშნა 2023 წელს წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, გამოიყო 20 მილიონი ლარი და ჯამურად, მშენებლობის პროცესის დასაწყებად მიიმართება 70 მილიონი ლარი.

„ამასთან, უშუალოდ პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოცხადებულია საერთაშორისო კონკურსი და მიმდინარეობს კერძო პარტნიორის შერჩევა. ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის სახელმწიფოსგან დამატებითი თანხების გამოყოფა მოხდება პროექტის განვითარების და ინვესტორის მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, აეროპორტების მიმართულებით 2024 წელს გათვალისწინებულია 67 მლნ ლარის დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობის დაწყება; დასრულდება თელავის აეროპორტის რეკონსტრუქცია; დასრულდება თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობის საკითხის შესწავლა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და დაიწყება დეტალური პროექტის მომზადება.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში