ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს კულტურისა და სპორტის დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 940 მლნ ლარი, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კულტურის დაფინანსებაზე მიიმართება 202 მლნ ლარი, ხოლო სპორტის დაფინანსებაზე 328 მლნ ლარი, ასევე, მუნიციპალური ბიუჯეტებიდან კულტურის დაფინანსებაზე მიიმართება 205 მლნ ლარი, ხოლო სპორტის დაფინანსებაზე 215 მლნ ლარი.
ამასთან, აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში, გათვალისწინებულია, მათ შორის:
კულტურის ორგანიზაციებში დასაქმებული პირების ხელფასების ზრდა 10%-ით; კულტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსება - 98 მლნ ლარით; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემების დაფინანსება - 40 მლნ ლარით; კულტურის ინფრასტრუქტურის დაფინანსება - 30 მლნ ლარით; საბავშვო სპორტის დაფინანსებისა და კლუბების ხელშეწყობისათვის - 215 მლნ ლარი; მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის დაფინანსებისათვის - 195 მლნ ლარი; სპორტის ინფრასტრუქტურის დაფინანსებისათვის, მათ შორის, 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადის ინფრასტრუქტურისთვის - 80 მლნ ლარი (ოლიმპიადა 50 მლნ ლარი); სპორტსმენთა ჯილდოებისა და სტიპენდიებისათვის გამოყოფილია 50 მლნ ლარი, მათ შორის, იზრდება სპორტსმენთა, მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალის სტიპენდიები, საშუალოდ 60%-ით.
ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი 8 მილიონი ლარი, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გადატანილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებებში.