ჯოზეფ ბორელი - ჩვენი დაპირებები უნდა შევასრულოთ, იმედგაცრუებას თავი ავარიდოთ - საქართველომ წარმატებას მიაღწია, მუშაობა უნდა გააგრძელოს

გაფართოება ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკაა - საქართველომ მუშაობა უნდა გააგრძელოს, კარგ გზაზე არიან. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირმა დაპირებები უნდა შეასრულოს.

“გაფართოება ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკაა. როგორც საგარეო პოლიტიკის პასუხისმგებლისთვის, ჩემთვის, გაფართოება ძვირფასი, ფუნდამენტური საკითხია.

ბევრი ხალხის წინაშე ძალიან დიდი ხანია გვაქვს ვალდებულებები, უნდა ავჩქარდეთ და შევასრულოთ.

რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულოთ, იმედგაცრუებას ავარიდოთ თავი და შევასრულოთ მოლოდინები, რომლებიც შეიქმნა”, - განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ცალკე საქართველოს შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

“საქართველოს საქმეები კარგადაა. საქართველომ წარმატებას მიაღწია, საქართველომ მუშაობა უნდა გააგრძელოს, კარგ გზაზე არიან”, - განაცხადა ბორელმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში