აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე გამოძიების დაწყებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე გამოძიების ოფიციალურად დაწყებას მხარი დაუჭირა.

მედიის ინფორმაციით, კონგრესის ქვედა პალატამ, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ,გამოძიების დაწყების შესახებ რეზოლუცია 221 ხმით 212 წინააღმდეგ დაამტკიცა.

„რესპუბლიკელები“ აცხადებენ, რომ რეზოლუცია მათ მეტ უფლებამოსილებას მისცემს მტკიცებულებების შეგროვებისა და სამართლებრივი მოთხოვნების აღსრულებისთვის.

წარმომადგენელთა პალატის სამი კომიტეტი, რომელსაც „რესპუბლიკელები“ ხელმძღვანელობენ, ჯო ბაიდენს ვიცე-პრეზიდენტობის დროს ქრთამისა აღებასა და კორუფციულ საქმიანობაში ადანაშაულებს, თუმცა მათ, ბაიდენის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენიათ.

ჯო ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატაში გამართულ კენჭისყრას უსაფუძვლო პოლიტიკურ ტრიუკს უწოდებს.

„იმის ნაცვლად, რომ რამე გააკეთონ ამერიკელების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ისინი ორიენტირებულნი არიან ჩემზე ტყუილებით თავდასხმაზე. იმის ნაცვლად, რომ შეასრულონ თავიანთი სამუშაო, რომელიც სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს, ისინი ირჩევენ დროის დაკარგვას ამ უსაფუძვლო პოლიტიკურ ტრიუკზე, რომელთან დაკავშირებითაც კონგრესის რესპუბლიკელებიც კი აღიარებენ, რომ არ არის მხარდაჭერილი ფაქტებით“, - განაცხადა ბაიდენმა კენჭისყრის შემდეგ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში