ბაშარ ასადი ინალ არძინბას არაბული ქვეყნების მიერ აფხაზეთის „აღიარებაში“ დახმარებას დაჰპირდა

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არაბული სამყაროს ქვეყნების მიერ „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების უზრუნველყოფისთვის“ ყველა ღონეს გამოიყენებს. ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ე.წ. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიმართ მხარდაჭერა და დაგმეს „შეერთებული შტატების ქმედებები და მცდელობები ახლო აღმოსავლეთში, ამიერკავკასიასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში კონფლიქტების გაჩაღებასთან დაკავშირებით“.

„მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია საერთაშორისო ურთიერთობების უფრო სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბებისა და გლობალურ ეკონომიკასა და პოლიტიკაში მრავალპოლარული ტენდენციების გაძლიერებისკენ“, - ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა