„ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ და კოლეჯ „მედიკფორტეს" დირექტორმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას განცხადებით მიმართეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ ცამციშვილმა და კოლეჯ „მედიკფორტეს" დირექტორმა იზა დიაკვნიშვილმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას განცხადებით მიმართეს და ქუთაისის პროკურორები და მერიის მაღალჩინოსნები კორუფციაში დაადანაშაულეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თემურ ცამციშვილმა და კოლეჯ "მედიკფორტეს" დირექტორმა იზა დიაკვნიშვილმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს. კოლეჯ "მედიკფორტეს" დირექტორი იზა დიაკვნიშვილი ქუთაისის პროკურორებს და მერიის მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებს. ის ადგილობრივ თვითმმართველობას მისი საკუთრების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში, პროკურატურას კი გამოძიების ხელოვნურად გაჭიანურებასა და მერიის მაღალჩინოსნებზე ხელის დაფარებაში სდებს ბრალს. იზა დიაკვნიშვილი მოითხოვს გენერალურმა პროკურატურამ გამოიძიოს პროკურორებისა და მერიის ჩინოვნიკების დანაშაულებრივი ქმედებები.

„პროკურატურა ცდილობს, რაც საქმის მასალებიდანაც კარგად ჩანს, რომ ხელი დააფაროს "ქართული ოცნების" კონკრეტულ ჩინოვნიკებს. მიუხედავად იმისა, რომ აშკარად იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ, რომელთა დავალებით უკანონოდ მოხდა ჯერ საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტა, შემდეგ შენობის ხელოვნურად, დაბალ ფასად შეფასება და კერძო საკუთრების წართმევა. ამ დრომდე ცდილობენ მთელი ეს ამბავი დააბრალონ ერთ კერძო პირს, რომელსაც შეაფასებინეს აღნიშნული ობიექტი.

მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მოლოდინი არ არსებობს, რომ ესენი საქმეს ლოგიკურ გაგრძელებას მისცემენ, მესაკუთრე და ჩვენც ვაპირებთ სხვა უწყებებსაც მივმართოთ,“- განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა